Saturday, January 12, 2013

სამართლიანობა

   სამართლიანობის მნიშვნელობა გაცილებით ფართეა, ვიდრე ის, რასაც ამ სიტყვაში გულისხმობენ სასამართლო პროცესებზე. იგი მოიცავს პატიოსნებას, ურთიერთდათმობას, სიმართლეს, დაპირების შესრულებას და ცხოვრების მრავალ მხარეს. ისლამში სიტყვა სამართლიანობა მთავარ ბოძად არის გამოყენებული, რომლის გარეშეც მოქმედება შეუძლებელია. უსამართლობას ისლამი კრძალავს და წმინდა ყურანჩიც სამართლიანობის შესახებ მრავალ აიეთი არის მოცემული.
 სამართლიანობის შესახებ ბევრი კვლევები არსებობს ის ყველასთვის ინდივიდუალურია , მისი კვლევა საუკუნეებია მიმდინარეობს თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა სამართლიანობის ცნების დეფინიცია , სამართლიანობის ცნების ერთ-ერთი
მკვლევარი  როულზმა ჩამოაყალიბა სამართლიანობის თანამედროვე თეორია. მან სოციალური ხელშეკრულების საფუძველზე განავითარა შეხედულებები. როულზი თავის თეორიას უწოდებს კატეგორიული იმპერატივის „პროცედურულ’’ ინტერპრეტაციას.
როულზი აყალიბებს იმას, რომ ინდივიდმა უნდა განსაზღვროს მომავალი საზოგადოებრივი წესრიგი. მისი აზრით, ჰიპოთეტური საზოგადოების წევრები თანხმდებიან 2 პრინციპზე: 1) თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება ძირითადი თავისუფლებების ფართო სისტემებიდან; 2) სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა. იგი უნდა ემსახურებოდეს თითოეულის კეთილდღეობას და ეს უთანასწორობა დაკავშირებული უნდა იყოს ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომ სოციალურ სტატუსთან.
როულზი ამართლებს ადამიანებს შორის რეალურად არსებულ განსხვავებას. პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობა დასაშვებია იმდენად, რამდენადაც ეს უთანასწორობა არავის ზიანს არ მიაყენებს.
როულზის კონცეფცია არის ინდივიდუალისტური (“სოციალურ-ლიბერალური“). სამართლიანობა გულისხმობს შანსების თანასწორობას. როულზის თეორია ბუნებითი სამართლის რეცეფციაა, მნიშვნელობა ენიჭება პროპორციული სამართლიანობის იდეას.